ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა საკუთარ წინგში წერს, რომ ლუის სუარესზე გაბრაზებული არაა, რადგან გამარჯვებისთვის მეტოქეზე ჭკვიანი უნდა იყო.
ჯორჯომ 2014 წლის მუნდიალის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც ურუგვაელმა უკბინა.
„სუარესმა მიკბინა და მორჩა. რამდენიმე დღეში დავურეკე და ვუთხარი, რომ ბოდიშის მოხდა საჭირო არ იყო. ეს მისი სტრატეგია იყო და ჩვენ ერთნაირები ვართ. მიყვარს მისნაირი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში. მოედანზე მეც ბ**ის შვილი ვარ და ამით ვამაყობ. სიბინძურე ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ გაუმართლებელს ვერ ვუწოდებ, მეტოქის დასამარცხებლად მასზე ჭკვიანი უნდა იყო“, – წერს ჯორჯო.