იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Gazzetta Dello Sport-თან ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელების, ფედერიკო ბერნარდესკისა და ჯორჯო კიელინის შესახებ ისაუბრა.
მანჩინი ფიქრობს, რომ ბერნარდესკიმ ტურინელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი უნდა დაიბრუნოს.
„ბევრი რამ მასზეა დამოკიდებულია, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სარის გუნდში ლიდერის როლი შეასრულოს.
„ემერსონი „იუვეში“? პრემიერლიგაში დიდი სათამაშო დრო არ აქვს და სიამოვნებით ვიხილავდი იტალიაში ძირითად შემადგენლობაში.
კიელინი? ჩვენთვის ის რჩება ფუნდამენტურ მოთამაშედ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა“, – თქვა მანჩინიმ.