ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო ამბობს, რომ ჯანლუიჯი ბუფონს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს. ამიტომ, არ უკვირს, რომ „იუვენტუსთან“ კონტრაქტს ახანგრძლივებს.
„ბუფონის კონტრაქტის გახანგრძლივება? ეს გასაკვირი არაა. ჯიჯის სურს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, მეექვსე მუნდიალზე ითამაშებს. ერთი წელი იქნება და შემდეგ ნახავთ, რომ ისევ გააგრძელებს. ფსონი დავდოთ?“, – თქვა კასანომ.
შეგახსენებთ, რომ ბუფონი 42 წლისაა, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიდ მონდრაგონსა და ეგვიპტელ ელ-ჰადარის 45 წლის ასაკში უთამაშიათ.