ფაბიო კანავარომ 2004 წლის ზაფხული გაიხსენა, როდესაც მილანის „ინტერიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა.
„სულელი ხალხი ფიქრობდა: „მას არ უნდოდა აქ თამაში და მიზანმიმართულად აკეთებდა, მოჯი „იუვენტუსში“ ეპატიჟიბოდა“. ეს სისულელე იყო. შეცდომა დავუშვი, რომ არ გავჩერდი, რადგან „ინტერში“ წელიწადნახევარი ტრავმით ვთამაშობდი, რამაც გავლენა იქონია. თუმცა, ხალხს სჯეროდა, რომ მე არ მინდოდა მოედანზე გასვლა და „იუვენტუსში“ გადასვლაში ამით ხელი შევუწყვე.
მიუხედავად ყველაფრისა, „ინტერში“ თავს კარგად ვგრძნობდი, ვიცოდი, რომ დიდ გუნდში ვთამაშობდი“, – თქვა კანავარომ.