სანდრო ტონალიმ „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის არჩევანი გააკეთა. Corriere Dello Sport-ის ცნობით, „ბრეშას“ ნიჭიერ ნახევარმცველს „ნერაძურის“ პროექტი უფრო მოსწონს და ურჩევნია მილანში გადაბარგდეს.
ამის კიდევ ერთი მიზეზი ანტონიო კონტეა, რომლის სათამაშო სქემაში ტონალი ფიქრობს, რომ უფრო კარგად ჩაჯდება. იტალიელი ფეხბურთელი არჩევანს ისიც განაპირობებს,რომ „ინტერში“ სათამაშო პრაქტიკა უფრო მეტად ექნება.
ცხადია, ეს მხოლოდ ჟურნალისტების ინფორმაციაა და ფეხბურთელს ჯერ ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. „ბრეშა“ მზადაა ტონალი 30 მილიონ ევროდ გაასხვისოს.
აღსანიშნავია, რომ ტონალის მსურველები ინგლისიდანაც ჰყავს, მაგრამ პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა და ბრძოლაში „იუვენტუსიც“ რჩება.