ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. იტალიელმა ამის შესახებ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„იუვენტუსში“ გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. 4 წლის განმავლობაში ოთხი სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი მოვიგე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე.
ალეგრი და კონტე? ორივემ ბევრი რამ მასწავლა. გარედან ჩანდა, რომ ალეგრი იყო მწვრთნელი, რომელიც მხოლოდ გუნდს უძღვებოდა, მაგრამ სინმადვილეში ძალიან შრომისმოყვარე იყო. პირველი შემთხვევა, როდესაც მწვრთნელობა მომინდა, კონტეს გაკვეთილები იყო. ის ამას ყოველთვის აკეთებდა 40 წუთის განმავლობაში.
სად ვიმუშავებ? უფრო მეტად ორიენტირებული ვარ პირველ გუნდებზე და არა ახალგაზრდულ გუნდებზე. ვფიქრობ, რომ კონკურეტული მიზანი უნდა დავისახო, მინდა ვიგრძნო მატჩის ადრენალინი, გამარჯვება ან დამარცხება, პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული გუნდის გზა ჩემთვის არაა, ეს არა არის ის, რაც მსურს, ჩემს თავს დიდ ფეხბურთში ვხედავ“, – აღნიშნა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და 164 მატცში 19 გოლი გაიტანა.