მთავარი / სიახლეები / კამორანეზი: “ფინალის წინა დღეს მარადონას ველაპარაკე”

კამორანეზი: “ფინალის წინა დღეს მარადონას ველაპარაკე”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მაურო კამორანეზიმ განაცხადა, რომ 2006 წლის მუნდიალის ფინალის წინა დღეს ტელეფონით დიეგო არმანდო მარადონას ესაუბრა.

გარდა ამისა, დავიდ ტრეზეგესთან ურთიერთობის საწყისი ეტაპიც გაიხსენა, რომელსაც თავიდან არ ელაპარაკებოდა, მაგრამ შემდეგ მალევე დამეგობრდნენ.

„ჩირო ფერარას ოთახში შევედი და მითხრა, რომ მარადონასთან უნდა ესაუბრა (ფერარა ლიპის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა – რედ). ტელეფონმა დარეკა და ჩირო მეუბნება, კარი დაკეტე, დიეგო მირეკავს. მე წასვლა დავაპირე, მოგვიანებით დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ ჩირომ მითხრა: არ წახვიდე, შენთან სურს ლაპარაკი. ტელეფონი გამოვართვი და მარადონას რჩევა ვკითხე, მან მითხრა: ნუ ნერვიულობ, გადი და ითამაშე, ხვალ მსოფლიო ჩემპიონი გახდები.

მე და ტრეზეგე პირველი სამი თვე ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. საერთოდ, არავისთან ვსაუბრობდი. მას მერე კი, ყოველჯერზე, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვსაუბრობთ და ბევრს ვიცინით. მეგობრები გავხდით.

„იუვენტუსში“ ბევრი ჯარიმა მიმიღია. 30 წლის ასაკშიც ვაგვიანდები ვარჯიშებზე. ერთი საათით ადრე ვდგებოდი, ვემზადებოდი და შესაბამისად მაგვიანდებოდი. რამდენი გადამიხდია ჯარიმებში? დღეს საუკეთესო ფერარის ვიყიდდი“, – გაიხსენა კამორანეზიმ.

შეგახსენებთ, რომ კამორანეზი “იუვენტუსში” 2002-2010 წლებში (285 თამაში, 29 გოლი), ხოლო იტალიის ნაკრებში 2003-2010 წლებში თამაშობდა (55 მატჩი, 4 გოლი).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …