იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ბელგიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ვეტერანმა მცველმა ტრავმა მოირჩინა და ახლა მხოლოდ რობერტო მანჩინის გადასაწყვეტია, ითამაშებს თუ არა. კიელინი ფიქრობს, რომ რომელუ ლუკაკუს წინააღმდეგ სათამაშოდ არა მარტო ის, არამედ მთელი გუნდი მზადაა. „მოხარული ვარ, რომ ტრავმა მოვირჩინე. კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს დღეს და ჩემთვის მნიშვნელოვანია …
სრულად წაკითხვა »თეგის არქივი: იტალიის ნაკრები
რობერტო მანჩინის პრესკონფერენცია ბელგიასთან მატჩამდე
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბელგიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. გამოცდილმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისი გუნდი თავის თამაშს ითამაშებს, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძალიან მაღალი დონის ჰყავთ. „შემადგენლობა? ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილება არ მიმიღია, არჩევანის გაკეთება გვიწევს, მაგრამ კარგ მდგომარეობაში ვართ, მხოლოდ 1-2 პოზიციაზე არაა გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს. ბელგია შესანიშნავი …
სრულად წაკითხვა »ძამბროტა: “კიეზა იტალიის ნაკრებისთვის დამატებითი იარაღია”
იტალიის ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ Gazzetta dello Sport-ს იტალიის ნაკრების შესახებ ისაუბრა. როგორც ძამბროტამ აღნიშნა, ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მთავარი მნიშვნელობა გუნდურობას აქვს და „სკუადრა აძურაში“ ამ მხრივ საქმე იდეალურადაა. – აქვს თუ არა გუნდს ევროპის ჩემპიონატის მოგების შანსი? – ნამდვილად. იმ გუნდთან ერთად, რომელიც მანჩინიმ …
სრულად წაკითხვა »ჯორჯო კიელინი გუნდთან ერთად ვარჯიშობს
იტალიის ნაკრების კაპიტანი ჯორჯო კიელინი გუნდს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, რაც ზრდის ბელგიასთან თამაშის შანსს. კიელინი იტალიას 16 ივნისს, შვეიცარიასთან მატჩში გამოაკლდა და ბოლო ორი შეხვედრა გაუცდა. თუმცა, ახლა თავს კარგად გრძნობს და იტალიური მედიის ვარაუდით, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება. კიელინი ფრანჩესკო აჩერბის ადგილს დაიკავებს და რომელუ ლუკაკუს შეჩერება დაევალება, …
სრულად წაკითხვა »კაპელო: “ჟორჟინიო მთავარი ფიგურაა, პორტუგალიასთან თამაში უფრო რთული იქნებოდა”
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და თქვა, რომ „სკუადრა აძურას“ ძალიან ხარისხიანი გუნდი ჰყავს, რომელსაც ბელგიასთან მოგება შეუძლია. “ჟორჟინიო იტალიის სიმბოლური მოთამაშეა. მისი წყალობით იტალია გოლს არ უშვებს. მას პირდაპირ ვუყურებდი და მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის. ჩვენი შემადგენლობა ხარისხიანია, მხოლოდ პორტუგალიას ჰყავდა ჩვენნაირი შემადგენლობა. იტალიის ხარისხი ძალიან …
სრულად წაკითხვა »დინო ძოფი: “ბელგიაზე უფრო ძნელი პორტუგალიის დამარცხება იქნებოდა”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დინო ძოფმა იტალიის ნაკრებზე ისაუბრა და ის ფიქრობს, რომ „სკუადრა აძურას“ ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის დამარცხება შეუძლია. “იტალიას ძალიან შორს წასვლის კარგი შანსი აქვს, ბელგიის დაბრკოლება არ მიმაჩნია განსაკუთრებულ სირთულედ. პორტუგალიასთან უფრო მძიმე იქნებოდა, მნიშვნელოვანია, რომ გოლების არგაშვება გავაგრძელოთ. მანჩინიმ დიდი სამუშაო გაწია და მე იმედიანად ვარ განწყობილი. …
სრულად წაკითხვა »იტალია – ავსტრია: ფეხბურთელთა შეფასებები
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ავსტრიის ნაკრები ფედერიკო კიეზასა და მატეო პესინას გოლებით 2:1 დამატებით დროში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ბელგიისა და პორტუგალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: დონარუმა 6 – არ იყო დამაჯერებელი გაუქმებული გოლის დროს, მეორე დამატებით დროში შაუბს საოცარი ბურთი აუღო, კალაიჯიჩმა …
სრულად წაკითხვა »სპინაცოლა: “იმედი მაქვს, საუკეთესოდ კიდევ დამასახელებენ”
იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო სპინაცოლამ ავსტრიასთან შესანიშნავად ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დამსახურებულად მიიღო. მატჩის შემდეგ მან კომენტარი გააკეთა. „ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით, ეს ნამდვილად გუნდური თამაში იყო. უფრო მშვიდი და მკაფიოები უნდა ვყოფილიყავით ბოლო ფაზაში, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. ჩვენ ძირითადი …
სრულად წაკითხვა »რობერტო მანჩინის კომენტარი ავსტრიასთან მატჩის შემდეგ
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ავსტრიასთან (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, იცოდა, რომ ძალიან რთული თამაში იქნებოდა. „დამსახურებულად მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს გოლი გავუშვით. პირველ ტაიმში საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ ტაიმში დაღლილობა დაგვეტყო, მოედანიც დამძიმებული იყო, მაგრამ მოგება გვინდოდა და ეს დავიმსახურეთ. თამაში შეცვლაზე შესული …
სრულად წაკითხვა »კიეზა: “ასეთ ტურნირზე თამაშში ჩართვა დაგვიანებული არასდროსაა”
ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ ავსტრიასთან შეხვედრაში იტალიის ნაკრების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა და დამატებით დროში ანგარიში სწორედ მან გახსნა. მატჩის შემდეგ ფედერიკომ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ასეთ ტურნირზე თამაშში ჩართვა გვიან არასდროს არ არის. „ავსტრიამ კარგად ითამაშა და ვულოცავ მათ, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ მეოთხედფინალში გასვლას ვიმსახურებდით. მსგავს ტურნირში …
სრულად წაკითხვა »