მთავარი / სიახლეები / ლიპის და კანავაროს ინსტაგრამ ლაივი: “დელ პიერო მეუბნებოდა მეხუთე პენალტს შევასრულებო”

ლიპის და კანავაროს ინსტაგრამ ლაივი: “დელ პიერო მეუბნებოდა მეხუთე პენალტს შევასრულებო”

იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფაბიო კანავარომ ინსტაგრამში მარჩელო ლიპისთან ისაუბრა. ლიპიმ და კანავარომ 2006 წლის მუნდიალი გაიხსენეს, როდესაც ორივე მათგანმა ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

მარჩელო ლიპიმ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, საფრანგეთთან ფინალში პენალტების შემსრულებლების შესახებ, რობერტო ბაჯოსთან ურთიერთობაზე, კრისტიან ვიერის სინანულსა და პაოლო მალდინის ნაკრებში დაბრუნების შესაძლებლობაზე.

– ფაბიო: მისტერ, როდესაც გერმანიასთან მატჩის ბოლოს 4 თავდამსხმელი გამოიყვანეთ მოედანზე (ჯილარდინო, იაკუინტა, ტოტი, დელ პიერო), მე და ჯიჯის ეს კარგად მიგვიღია, გავიფიქრეთ, რა ჯოჯოხეთს გვიკეთებს?

– მარჩელო: ის თამაში ნახევარდაცვაში არ მიდიოდა, ვუტევდით ჩვენ ან გვიტევდნენ ისინი. ჩვენი დაცვა იმ დღეს წარმოუდგენელი იყო, მთელი დღე გოლს არ გავუშვებდით. შენ, მატერაცი, ძამბროტა, გროსო, ჯიჯი, გატუზო და პირლოც. პირლოს გადალახვა ნახევარდაცვაში ადვილი სულაც არ იყო. მთელი თამაში დელ პიერო მიყურებდა და მეუბნებოდა, შემიშვი მოედანზე, შემიშვი და როდესაც ეს ცვლილება გავაკეთე, სათადარიგო სკამზე მყოფებს ვუთხარი – გოლს გაიტანნს. ასეც მოხდა, 70 მეტრი ირბინა, გახსოვს?

ფინალში პენალტების შემსრულებლები როგორ შევარჩიე? ყველაფერი ფურცელზე დავწერე: შემადგენლობიდან დაწყებული, პენალტისტებით დამთავრებული. 5-6-7 შემსრულებელი ჩამოვწერე, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩინე,  რომ მინდორზე მხოლოდ 3 იყო, რადგან ზოგიერთი შევცვალე, ზოგს არ უთამაშია. მახსოვს, რომ დელ პიერო ჩემთან მოვიდა და მითხრა: „მისტერ, მე ბოლო დავარტყამ, როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „აიაქსთან“. მე კი ვუპასუხე: კი მაგრამ, მაშინ საერთოდ არ დაგირტყამს! „აიაქსთან“ იუგოვიჩის მეოთხე პენალტის შემდეგ მოვიგეთ და ალესანდროს შესრულება საჭირო არ გახდა. საერთოდ ჩემი აზრით, საუკეთესოები პენალტებს თავიდან უნდა ასრულებდნენ, რადგან, როდესაც კარგად იწყებ სერიას, მერე უფრო ადვილია. ამიტომ, პირლო და მატერაცი პირველი ორი მეწერა, ვფიქრობ, ორივე კარგად ასრულებდნენ. მესამე დელ პიერო მეწერა და შემდეგ დე როსი. თუმცა, დე როსიმ მითხრა, რომ მესამე თვითონ იქნებოდა და დელ პიერომაც მეოთხე ნომრად გადაინაცვლა. შემდეგ მეხუთე უნდა შემერჩია, მიმოვიხედე, გროსო დავინახე და ვუთხარი: „მეხუთეს შენ დაარტყამ“, მან კი გაიკვირვა, „როგორ, მე?!“ დიახ, რადგან შენ ბოლო წუთების კაცი ხარ. ეს ყველაფერი დაწერილი იყო, ვიცოდი, რომ პენალტების სერიაში მოვიგებდით.

-ფაბიო: კალჩოპოლმა დიდი ძალა მოგვცა, ყველა ცუდი ამბავი, რასაც ჩვენს მიღმა ვიგებდით, ჩვენს ძალად ვაქციეთ. იმ ორ წელიწადში ძლიერი გუნდი ავაშენეთ, რომელმაც მუნდიალზე გერმანიას და ჰოლანდიას მოუგო.

– მარჩელო: ვიერის ტრავმა რომ არ ჰქონოდა მსოფლიო ჩემპიონატზე წავიყვანდი. მე მას ვუთხარი: ასე ცოტას თუ ითამაშებ, არ შემეძლება შენი წაყვანა, შემდეგ ადგა და იანვარში „მილანიდან“ „მონაკოში“ გადავიდა, რომ მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა. მას გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ მუნდიალზე ეთამაშა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო. როდესაც ჩემპიონები გავხდით, განიცდიდა, რომ ტრავმამ ხელი შეუშალა.

სასიამოვნო იქნებოდა, რომ პაოლო მალდინის სანაკრებო კარიერა გაგერძელებინა. მან მითხრა: „მისტერ, მეც სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ გადაწყვეტილება მივიღე ტრაპატონის მწვრთნელობის დროს, რომელიც ასევე მთხოვდა ევრო 2004-ზე წასვლას, ახლა დაბრუნება კი უპატივცემულობა იქნება, რადგან მანამდე არ დავბრუნდი“.

ბაჯოსთან ურთიერთობა? ლამაზი არ ყოფილა. ბევრი რამ ითქვა, ბევრი რამ არასწორად და გაზვიადებულად ითქვა. მე არასდროს მითქვამს, რომ ჯაშუში იყო და არასდროს მითხოვია მისთვის სხვა ფეხბურთელების დასმენა“.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …