მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი ტომას პარტეი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Marca-ს ინფორმაციით, განელი უარს ამბობს კლუბთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2023 წელს იწურება.
პარტეი გაუმჯობესებულ პირობებს ელოდება, რომელსაც თუ არ მიიღებს, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარს იტყვის და ესპანურ გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს.
ესპანური მედიის ცნობით ტომასს მსურველები არ აკლია და მათ შორის „იუვენტუსიცაა“. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვი 40-50 მილიონ ევროს შეადგენს.