უახლოესი სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა ჩვეულებრივისგან განსხვავებული იყოს კორონავირუსის პანდემიის გამო.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე გუნდები არ გამორიცხავენ, რომ ფეხბურთელები ერთმანეთში გაცვალონ.
კატალონური Rac1-ის ინფორმაციით, არაა გამორიცხული მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში“ გადავიდეს, ხოლო „იუვენტუსსი“ რიგები სანაცვლოდ ბრაზილიელმა არტურმა გააძლიეროს.
ჯერჯერობით აღნიშნული ბარტერის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა პიანიჩის „იუვედან“ შესაძლო წასვლის შესახებ ხშირად საუბრობენ.