ალესანდრო დელ პიერომ ინსატაგრამში ფრანჩესკო ტოტის დაურეკა და პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს ლეგენდარული ფეხბურთელების დიალოგიდან.
ტოტი: ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ყოველდღიურად უნდა დაველოდოთ ინფორმაციას, არამარტო აქ იტალიაში, არამედ შეერთებულ შტატებშიც.
დელპიერო: ნიუ-იორკში კოშმარული სიტუაციაა, აქ ლოს-ანჯელესში მდგომარეობა უკეთესია.
დელ პიერო: საშინლად გავბრაზი, როდესაც თითებით 4-იანი გამოსახე „იუვენტუსთან“ 4:0 მოგების შემდეგ…
ტოტი: კი, მაგრამ ეს შენთვის არ გამიკეთებია ალექს, ამას არასდროს ვიკადრებდი. ეს იყო ტუდორის გამო, რომელმაც იდაყვი ჩამარტყა და ლამის ტირილი დავიწყე.
დელ პიერო: გადაწყვეტილებები ჯერ გულით უნდა მივიღოთ, შემდეგ გონებით. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ყველაფერს ნულიდან დავიწყებდი, რომ ყველაფერი თავიდან გამემეორებინა.
ტოტი: „მეც იგივეს გავაკეთებდი, თუნდაც იგივე შედეგები მიმეღო. ერთადერთი ჩემპიონთა ლიგის მოგება მაკლია. დაფიქრდი, კანავაროს „ოქროს ბურთი“ აქვს და ჩვენ არა, წარმოუდგენელია. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს დასასრულის დასაწყისი იყო“, – ხუმრობით დაასრულა ტოტიმ.