“რომას” ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ “იუვენტუსთან” მატჩში სერიოზული ტრავმა მიიღო და სეზონი დაასრულა. შესაძლოა ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვოს, მაგრამ ეს ჯერ დაზუსტებით ცნობილი არაა.
ნიკოლოს ყველა ამხნევებს და მათ შორის ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც მაშინ, როდესაც “სტადიო ოლიმპიკოს” ტოვებდა, ძანიოლოს მიმართა: “წარმატებები ძანი, მიდი, იტალიას სჭირდებია!”