„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „იუვენტუსთან“ თამაშ შეაფასა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა „იუვეს“ ორი გოლი აჩუქა.
„რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, როგორიც „იუვენტუსია“, მეტოქეს ორი გოლი ვაჩუქეთ. ამის შემდეგ ბიჭების თამაში მომეწონა, მეორე ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით. ორი გოლის მიღების შემდეგ თამაშში დაბრუნება ადვილი არაა.
ძანიოლო? ეს დიდი პრობლემაა, ძანიოლომ ახლა სწრაფად გამოჯანმრთელებაზე უნდა იფიქროს, ძალიან ვწუხვართ მის გამო, მაგრამ ხვალიდან ახალი დღე დაიწყება“, – თქვა ფონსეკამ.