მთავარი / სიახლეები / სერია A / “რომა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“რომა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-19 ტურში „რომა“ მერიჰ დემირალისა და კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 2:1 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6.5 – რამდენიმე ეპიზოდში თავიდან თავდაჯერებული და დარწმუნებული არ იყო. თუმცა, შემდეგ განვითარდა და ყველაფერი აიღო, რისი აღებაც შეიძლებოდა.

კუადრადო 5.5 – იძულებული გახდა პეროტი წაექცია და ვყითელი ბარათი მიიღო. თავდაცვით ფაზაში სირთულეები ჰქონდა. 2:1-ზე ხელით ითამაშა და მეორე გაფრთხილების მიღების რისკის ქვეშ დადგა. კონტრშეტევებს ანელებდა, როცა შეიძლებოდა ანგარიში 3:1 გამხდარიყო.

დემირალი 7 – არამხოლოდ გოლი, რამდენიმე მნიშვნელოვანი დახურვა დაცვაში, სანამ ტრავმას მიიღებდა. მისი კონდიცია უნდა შეფასდეს, მოედნის და სატრანსფერო ბაზრის პერსპექტივასთან ერთად.

დე ლიხტი 6.5 – ბოლოს ძირითადში სწორედ რომის სტადიონზე, „ლაციოსთან“ იყო. დემირალის ნაცვლად შევიდა მოედანზე და თავიდანვე თამაშში კარგად ჩაერთო. ყველაფერს გაუმკლავდა, რაც მისი ზონიდან წავიდა. იზრდება.

ბონუჩი 6.5 – რამდენიმე ბურთი დაკარგა, მაგრამ ტრაგიკული არაფერია. როდესაც, „რომა“ აქტიურობდა, უფრო ყურადღებით იყო.

ალექს სანდრო 6 – კარგი თამაში ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ პენალტი სწორედ მისი ხელის თამაშის გამო დაინიშნა.

რაბიო 6.5 – აბსოლუტური ზრდა. ფრანმა პირველ ტაიმში დიდი ინტენსივობით და შესანიშნავი ხარისხით ითამაშა. ორკესტრირებას უწევდა რამდენიმე მნიშვნელოვან კონტრშეტევას და ეხმარებოდა პიანიჩსაც, როდესაც „რომა“ ბოსნიელის ზონაზე დიდ ზეწოლას ახდენდა.

პიანიჩი 6 – სწრაფად მიღებულმა ყვითელმა ბარათმა მისი შეზღუდვა თავიდანვე გამოიწვია. იძულებული იყო მეტოქეებთან კონტაქტში არ შესულიყო, როდესაც ამის გაკეთება მარტივად შეეძლო.

მატუიდი 6.5 – ფრანგმა კარგად ითამაშა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოიპოვა. კრიშტიანუ რონალდუს შესანიშნავი პასი გაუკეთა, მაგრამ პორტუგალიელის თავური არაზუსტი გამოდგა, რომელსაც შეეძლო ანგარიში 3:1 გაეხადა.

რემზი 6 – ბურთს იშვიათად ეხებოდა, მაგრამ უმეტესაც კარგად აკეთებდა ამას.

დანილო 6 – მოედანზე დაცვის ხაზის გასაძლიერებლად შეიყვანეს.

დიბალა 7 – დემირალს საგოლე პასი გაუკეთა, როდესაც ჯარიმა შესანიშნავად ჩააწოდა. გამოიმუშავა პენალტი. გარდა ამისა, რამდენიმე ეფექტური მომენტიც ჰქონდა, თუნდაც მეორე ტაიმში როდესაც ვერეტუს ბურთის ფეხებს შორის გაუძვრინა. სარის მიმართ გაცხარდა, როდესაც ის შეცვალეს. გასულ კვირაში მისი ძმა გაბრაზდა, ამჯერად თავად.

იგუაინი 5.5 – ორი სანტიმეტრით ახლოს იყო კართან, რის გამოც გოლი არ ჩაუთვალეს. თამაშში კარგად ვერ ჩაერთო.

რონალდუ 6.5 – გაიტანა პენალტი, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი გამოდგა. პაუ ლოპესმა პირველ ტაიმში არ მისცა დუბლის შესრულების შესაძლებლობა, ხოლო მეორე ტაიმში თავად დაარტყა თავით არაზუსტად.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …