ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ დანიელე რუგანი მიმდინარე თვეში კლუბს არ დატოვებს. იტალიელმა ეს გამორიცხა.
„დანიელეს წასვლას გამოვრიცხავ. ჩვენ უნდა დაველოდოთ რა მოხდება კიელინისთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუგანიმ „იუვენტუსში“ 100-ზე მეტი თამაში ჩაატარა და ბევრი ტიტული მოიგო. ყოველწელს მატჩების 50%-ზე მეტს თამაშობდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რადგან არ არის მოდური, არ აქვს ტატუები, ცოტას ლაპარაკობს, ამის გამო არ აფასებენ.
პიაცა? ჩვენ ვაფასებთ მის სიტუაციას და თამაში სჭირდება. დიდხანს ჰქონდა სერიოზული ტრავმა, ასევე ვაფასებთ იმას, რამდენად მოსაწონი წინადადება გვექნება მის შემთხვევაში. მისთვის საუკეთესო გამოსავალი უნდა ავირჩიოთ“, – თქვა პარატიჩიმ.
აღსანიშნავია, რომ ეს კომენტარი „რომასთან“ მატჩამდე გააკეთა ფაბიო პარატიჩიმ და მერიჰ დემირალის ტრავმის შემდეგ რუგანის გუნდიდან წასვლის საკითხი ალბათ მართლაც გამოირიცხა.