მთავარი / სიახლეები / სერია A / დე ლიხტის პოზიტიური თამაში და მხრის ტრავმის საშიშროება

დე ლიხტის პოზიტიური თამაში და მხრის ტრავმის საშიშროება

მატიას დე ლიხტმა ბოლო დროს „იუვენტუსის“ შემადგენლობაში მხრის პრობლემის გამო ადგილი დაკარგა და ის შესანიშნავად ჩაანაცვლა მერიჰ დემირალმა. თურქმა „რომასთან“ გოლი გაიტანა, მაგრამ შემდეგ მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

შანსი ისევ დე ლიხტს მიეცა, რომელიც თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო. სწრაფად გაერკვია მატჩის პერიპეტიებში და მისი ზონიდან მეტოქეს პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდა. თამაშის კარგი წაკითხვა და მეორე სართულზე დომინანტობა. მოკლედ, მატიასს პოზიტიური თამაში ჰქონდა და შესაძლოა პრობლემები უკან მოიტოვა კიდეც.

ახლა წინ იტალიის თასის მატჩია და ეჭვგარეშეა, რომ ჰოლანდიელი ძირითადში იქნება. მისი ფორმაში შესვლა „იუვესთვის“ ძალიან კარგი ამბავია.

თუმცა, ამავდროულად, იტალიური მედია საშიშროების შესახებაც იტყობინება. დე ლიხტს მხარი ისევ აწუხებს და ექიმების რეკომენდაციით მისი თამაში მიზანშეწონილი არაა. დემირალის და კიელინის ტრავმების შემდეგ კი, ეს პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. არადა, არსებობს რისკი, რომ მხრის პრობლემა თუ ისევ თავს იჩენს, შეიძლება ოპერაციაც დასჭირდეს.

ნებისმიერ შემთხვევაში მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, იქამდე კი, „რომასთან“ თამაში ნამდვილად იყო დამაიმედებელი და პოზიტიური.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …