ალესანდრო დელ პიეროს გოლის აღნიშვნის სტილი ალბათ ყველას გახსოვთ – ენის ცნობილი გამოყოფა. „რომასთან“ მატჩში იგივე კრიშტიანუ რონალდუმაც გააკეთა და ამ ფაქტს კლაუდიო მარკიზიო გამოეხმაურა.
იტალიელმა ნახევარმცველმა სოციალური ქსელიდან რონალდუს მიმართა:
„ჰაი კრიშტიანუ, ეს ენა ნიშნავს, რომ ისტორია სერიოზული გახდა?“, – დაწერა მარკიზიომ.
მართლაც არაა გამორიცხული, რომ კრიშტიანუს ჟესტი ლეგენდარული იტალიელის კვალდაკვალ გაეკეთებინა.
Hey @Cristiano, quella 👅 vuol dire che sta diventando una storia seria? #RomaJuve #FinoAllaFine pic.twitter.com/yH5vLSqmaB
— Claudio Marchisio (@ClaMarchisio8) January 12, 2020