მერიჰ დემირალისთვის სეზონი დასრულდა. თურქ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც უმძიმესი დაზიანება აჩვენა.
მერიჰს მარცხენა მუხლზე ჯვარედინი მყესების დაზიანება აღენიშნება და უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება. ეს კი, იმის მაუწყებელია, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.
უფრო მეტიც, დემირალი ვერც ევრო 2020-ზე ითამაშებს, სადაც თურქეთის ნაკრები იტალიასთან ერთად ჯგუფში იასპარეზებს.
მერიჰმა მიმდინარე სეზონში 7 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, სწორედ გუშინდელ უიღბლო მატჩში. აღსანიშნავია მისი საოცარი პროგრესი ბოლო ერთი თვის განმავლობაში და მაურიციო სარის გუნდისთვის ეს მძიმე დარტყმაა.
დემირალის სათანადოდ შეცვლა მატიას დე ლიხტს ევალება, რადგან ჯორჯო კიელინის დაბრუნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. ამავდროულად, დანიელე რუგანის ტრანსფერი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოიხსნა.
აქვე გეტყვით, რომ “რომა” – “იუვენტუსის” შეხვედრაში ზუსტად იგივე სიმძიმის და სახის დაზიანება ნიკოლო ძანიოლომაც მიიღო, მაგრამ იტაელილის ევრო 2020-ზე თამაში ჯერ გამორიცხული არაა.