მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები / იუვენტუსს სურს არა მხოლოდ პოგბა, არამედ რაიოლას კიდევ ორი კლიენტი
იუვენტუსს სურს არა მხოლოდ პოგბა, არამედ რაიოლას კიდევ ორი კლიენტი

იუვენტუსს სურს არა მხოლოდ პოგბა, არამედ რაიოლას კიდევ ორი კლიენტი

იტალიური გამოცემა კალჩომერკატოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის იუვენტუსი პოგბას გარდა კიდევ ორი ფეხბურთელით არის დაინტერესებული, რომელთა აგენტი გახლავთ მინო რაიოლა.

იუვენტუსი მოლაპარაკებებს აწარმოებს ყველასთვის ცნობილ იტალიელ აგენტთან მინო რაიოლასთან, მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას დაბრუნებასთან დაკავშირებით. ბებერი ქალბატონი ტრანსფერი განხორციელებას ზაფხულში გეგმავს.

გარდა ამისა, ტურინული კლუბის თავკაცები, რაიოლასთან კიდევ ორი ფეხბურთელის, კერძოდ კი, აიაქსიდან 17 წლის ნახევარმცველის რაიან გრავენბერხის და ალკმაარიდან ასევე ნახევარმცველის, 21 წლის კელვინ სტენგსის ტრანსფერს განიხილავენ. ამ უკანასკნელმა მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გაიფორმა. ტრანსფერმარკეტის ინფორმაციით, მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.

შემთხვევითი სიახლე

რაბიო: “ეს მუნდიალი შეიძლება კონტრაქტის მხრივაც დამეხმაროს, რომელიც “იუვესთან” მეწურება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ საფრანგეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონტრაქტზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც „იუვესთან“ …

“იუვეს” იტალიური ხაზი: ვიკარიო და სხვა იტალიელები, რომლებსაც ტურინში აკვირდებიან

ტურინის „იუვენტუსი“ ყოველთვის აქცენტს იტალიელ ფეხბურთელებზე აკეთებდა და მისი ძალაც ადგილობრივ მოთამაშეებში არსებობდა. ახლაც, ტურინელთა …