მთავარი / სიახლეები / რაბიო: “ეს მუნდიალი შეიძლება კონტრაქტის მხრივაც დამეხმაროს, რომელიც “იუვესთან” მეწურება”

რაბიო: “ეს მუნდიალი შეიძლება კონტრაქტის მხრივაც დამეხმაროს, რომელიც “იუვესთან” მეწურება”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ საფრანგეთის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა, სადაც კონტრაქტზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც „იუვესთან“ სეზონის ბოლოს ეწურება.

„2018 წელი ჩემთვის იმედგაცრუება იყო, ბევრი ვიმუშავე, რომ აქ ვყოფილიყავი, თუმცა ამას შურისძიებად არ აღვიქვამ, არამედ როგორც, შანსს, რომ ჩემი შესაძლებლობები წარმოვაჩინო ასეთ შეჯიბრში, სადაც ძირითადში თამაშის შანსი მაქვს. ეს მსოფლიოს ჩემპიონატი შეიძლება დამეხმაროს კონტრაქტის მხრივაც, რადგან „იუვენტუსთან“ ხელშეკრულება სეზონის ბოლოს მეწურება“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიოს კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. მისი ხელფასი ამჟამად სეზონში 7 მილიონი ევროა, მაგრამ იტალიურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგი ფეხბურთელის გარემოცვა და დედამისი წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …