მთავარი / სიახლეები / სერია A / ბებერი ქალბატონის დომინირება: იუვენტუსის ქალთა გუნდი ზამთრის ჩემპიონია
ბებერი ქალბატონის დომინირება: იუვენტუსის ქალთა გუნდი ზამთრის ჩემპიონია

ბებერი ქალბატონის დომინირება: იუვენტუსის ქალთა გუნდი ზამთრის ჩემპიონია

ტურინის იუვენტუსი იტალიაში დომინირებას განაგრძობს, ბებერი ქალბატონის ქალთა გუნდი სერია ა-ს ზამთრის ჩემპიონია.

ტურინულმა გიგანტმა 2017 წლის 1 ივლისს იუვენტუსის ქალთა გუნდი შექმნა. მაშინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ მას შემდეგ გუნდი იტალიაში სრულ დომინირებას მოახდენდა. და აი უკვე მათ ორჯერ მოიგეს სერია ა(2017–18, 2018–19 წლების სეზონი) და მესამის ზამთრის ჩემპიონები არიან. გარდა ამისა, მათ 2018-19 წლების სეზონის იტალიის თასი და 2019 წლის იტალიის სუპერთასი მოიგეს.

ქალბატონებმა 12 გუნდიან ჩემპიონატში ყველა მოწინააღმდეგესთან მოსინჯეს ძალები, ათი მათგანი დაამარცხეს და მხოლოდ მილანთან გაიყვეს ქულები. ამ დროისთვის რიტა გუარინოს შეგირდები, სერია ა-ს სათავეში 31 ქულით იმყოფებიან და 6 ქულით უსწრებენ მათ უახლოეს მდევარს ფიორენტინას ქალთა გუნდს.

იუვენტუსის ქალთა გუნდს ჩემპიონატჩი არაჩვეულებრივი სტატისტიკა აქვს, 35 გატანილი და 7 გაშვებული გოლი. როგორც ჩან, ქალბატონები იუვენტუსის დომინირებას კვლავ განაგრძობენ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …