მთავარი / სიახლეები / “იუვე” ილინგ-ჟუნიორის კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

“იუვე” ილინგ-ჟუნიორის კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ ნიჭიერ გარემარბ სამუელ ილინგ-ჟუნიორთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან და 19 წლის ინგლისელი „იუვეში“ 2027 წლამდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ სამუელის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.

ილინგი ამ სეზონამდე მეორე გუნდში თამაშობდა, მაგრამ სეზონის მიმდინარეობისას, მას დრო, მართალია მცირე ხნით, მაგრამ მაინც მთავარ გუნდშიც მიეცა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

19 წლის შემტევმა „იუვეს“ პირველ გუნდში ჯერ მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა (ყოველთვის შეცვლაზე) და 2 საგოლე პასი მიითვალა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …