იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Sky Sport-თან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. ბუნებრივია, მთავარი თემა დამდეგი ევროპის ჩემპიონატი და „სკუადრა აძურას“ დაკომპლექტება იყო.
გარდა ამისა, მანჩინიმ სერია A-ში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე, ჯორჯო კიელინიზე და ფედერიკო ბერნარდესკიზე გააკეთა კომენტარი:
„ბედნიერი ვიქნებით ევროპის ჩემპიონატზე თუ გავიმარჯვებთ, რადგან ძალიან დიდი ხანია ეს ტურნირი არ მოგვიგია. საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგიასთან ერთად საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ ახლა ფინალურ ეტაპზე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში, რაც შეგვიძლია. ეს იქნება მოგზაურობის ტურნირი მიუხედავად იმისა, რომ პირველ მატჩებს რომში ჩავატარებთ.
ვინ არის ყველაზე საშიში მეტოქე? საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონი და ძალიან ახლაგაზრდული გუნდია, თუმცა, ახლაგაზრდები ჩვენც გვყავს. ყველაფერი შეიძება სწრაფად შეიცვალოს, განსაკუთრებით სანაკრებ დონეზე.
შემადგენლობა? ჩვენ ხარისხიანი ნახევარდაცვა გვყავს. შემადგენლობის უმეტეს ნაწილზე უკვე ჩამოყალიბებული ვარ და გუნდის დაკომპლექტება თითქმის დასრულებულია. ძალიან ვწუხვარ ძანიოლოს გამო, არასასურველი ტრავმა მიიღო, ის არის ბიჭი, რომელსაც შეეძლო განსაკუთრებული როლის შესრულება. თუმცა, სხვა ტექნიკური ფებხურთელებიც გვყავს, რომელთაც კარგად თამაში შეუძლიათ.
კიელინი? ის უკეთესადაა, ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
სკუდეტოსთვის ბრძოლა? ჩემი აზრით, „იუვენტუსი“ აკონტროლებს თამაშს, თუმცა ბოლო ორი გასვლითი თამაში ძალიან რთული ჰქონდა. სარის საოცარი გუნდი ჰყავს და მიუხედავად იმისა, რომ გათამაშებას „ინტერთან“ ერთად ლიდერობს, ჩემპიონატის საუკეთესო გუნდია.
ბერნარდესკი? ვფიქრობ, მისი საუკეთესო პოზიცია ფლანგზე თამაში, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. ჩვენთან უთამაშია ცრუ ცხრიანის პოზიციაზე და ამას ყოველთვის კარგად აკეთებდა. ახლა ფიზიკური პრობლემ აქვს, მაგრამ სეზონის ბოლომდე იმედია რამდენიმე თამაშს ჩაატარებს. მისი დიდი იმედი მაქვს“, – თქვა მანჩინიმ.