მთავარი / სიახლეები / იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე სამ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე სამ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ისთვის მოსამზდებელი ეტაპი მთლიანად დაგეგმა და სამი ამხანაგური თამაში დააანონსა.

რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ „სკუადრა აძურა“ 31 მარტს ნიურნბერგში გერმანიას ამხანაგურად დაუპირისპირდება.

ახლახან კი, იტალიის ნაკრების ვებგვერდის ცნობით, 27 მარტს სპარინგმატჩი „უემბლიზე“ ინგლისის ნაკრებთან შედგება, ხოლო 4 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო თამაშს ჩეხეთთან იტალიაში ჩაატარებს (ქალაქი ჯერ ცნობილი არაა).

შეგახსენებთ, რომ იტალია ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში თურქეთის, უელსისა და შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს და სამივე მატჩს ჯგუფურ ეტაპზე რომში გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …