იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი დიდებულ განწყობაზე დაასრულა და არაერთი რეკორდი დაამყარა. „სკუადრა აძურამ“ ბოლო ტურში, პალერმოში, სომხეთი 9:1 გაანადგურა.
ისტორიაშ პირველად, „სკუადრა აძურამ“ მსოფლიოსა და თუ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ყველა მატჩი მოიგო (10-დან 10).
გარდა ამისა, იტალიელებმა ერთ მატჩში 9 გოლი ისტორიაში მეოთხედ გაიტანეს. მანამდე მსგავსი ფაქტი 1920 წელს (საფრანგეთთან 9:4), 1928 წელს (ეგვიპტესთან 11:3) და 1948 წელს (აშშ-სთან 9:0) დაფიქსირდა.
ასევე პირველად ისტორიაში, შვიდმა სხვადასხვა იტალიელმა ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა (ჩირო იმმობილე, ნიკოლო ძანიოლო (დუბლები), ალესიო რომანიოლი, ჟორჟინიო, ნიკოლო ბარელა, რიკარდო ორსოლინი და ფედერიკო კიეზა).
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე A ჯგუფში ითამაშებს და სამივე მატჩს სახლში, რომში ჩაატარებს. ფინალური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს გაიმართება და იტალია პირველ კალათაშია განთესილი.