ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჟურნალისტებს გაესაუბრა.
„შვიდი წლის შემდეგ მინდოდა სახლში დაბრუნება. ჩინეთში მენდობოდნენ, მაგრამ შეგრძნება გამიჩნდა, რომ ფულს ვიპარავდი, რადგან ნაკრებს შედეგი არ ჰქონდა. ამიტომ გადავწყვიტე გუნდი დამეტოვებინა.
საკლუბო დონეზე დაბრუნებას არ ვაპირებს. გუნდს არასდროს გავწვრთნი, მითუმეტეს იტალიაში.
ჩემპიონატი? ყოველთვის ერთნაირია, ერთ-ერთი გუნდი ცდილობს „იუვენტუსს“ სიმშვიდე დაურღვიოს. ახლა ამ როლში „ინტერია“. თუმცა, ისე განცდა მაქვს, რომ ტურინელებს ჯერ თავიანთი მაქსიმუმი არ უჩვენებიათ და მიუხედავად ამისა, დაუმარცხებლები არიან.
ახალგაზრდები? რა თქმა უნდა, ეს ყველაზე პოზიტიური ნოტაა. უამრავი კარგი იტალიელი ახალგაზრდა გამოჩნდა, მანჩინი შესანიშნავად მუშაობს“, – განაცხადა ლიპიმ.