მთავარი / სიახლეები / კლუივერტი: “ვფიქრობ, დე ლიხტი “იუვენტუსში” გადასვლას ნანობს

კლუივერტი: “ვფიქრობ, დე ლიხტი “იუვენტუსში” გადასვლას ნანობს

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრიკ კლუივერტმა განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტი „იუვენტუსში“ გადასვლას ნანობს და „ბარსელონა“ უნდა აერჩია.

„ვფიქრობ, დე ლიხტი თავის არჩევანს ნანობს. მას შეეძლო „ბარსელონა“ აერჩია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება აგენტთან ერთად მიიღო. რა თქმა უნდა, დე ლიხტი შესანიშნავი მცველია, მაგრამ თავისი არჩევანი გააკეთა. მთლიანობაში, როდესაც არჩევანს აკეთებ, ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ – არა. უნდა ისწავლოთ თქვენი გადაწყვეტილებებისგან“, – თქვა კლუივერტმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …