იტალიის სპორტის მინისტრმა ვინცენცო სპადაფორამ იტალიის სერია A-ს განახლებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამინდელი გეგმით ჩემპიონატი მაისის დასაწყისში უნდა განახლდეს, თუმცა სხვა ვარიანტებსაც არ გამორიცხავს.
„სერია A შესაძლოა 3 მაისს განახლდეს, ამის იმედი გვაქვს. ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას, როგორც ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშზე, ისე მაყურებლით ჩატარებაზე. ამას დაემატება ჩემპიონთა და ევროპა ლიგები ახალი კალენდრით.
ჩვენ ვცდილობთ, რომ 2-3-4 მაისისთვის ჩემპიონატი განახლდეს, რომ 30 ივნისისთვის დავასრულოთ. ასევე არ გამოვრიცხავთ, რომ უარეს შემთხვევაში განვიხილავთ ივლისში თამაშაც. თუ ესეც არ გამოვიდა, მაშინ პლეი-ოფისა და პლეიაუტის სისტემა გახდება საჭირო“, – თქვა სპადაფორამ.