ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ფრანგმა სოციალურ ქსელში ოპტიმისტური წერილი გამოაქვეყნა.
„ასიმპტომური ვირუსი მაქვს, მაქვს პრივილეგია, რომ ფეხბურთელი ვიყო და შესაბამისად, რეგულარულად მიტარდება შემოწმება. პოზიტიური ვარ, ძლიერი ვარ, ჩემი მორალი, როგორც ჩემი ოჯახის, მაღალია. მე ვარ ადამიანი, რომელიც ცდილობს დადებითი განწყობა შექმნას მის გარშემო და ამიტომ, პოზიტიურ განწყობაზე ვრჩები.
ერთაინები და მოწესრიგებულები უნდა ვიყოთ, რომ რაც შეიძლება მალე შევძლოთ მშობლების, შვილების, დების, ძმების ჩახუტება, თანაგუნდელებთან გოლებსი ზეიმი. პოზტიურად ვარ განწყობი და მჯერა ამას შევძლებთ“, – დაწერა მატუიდიმ სოციალურ ქსელში.