დანიელე რუგანი და მისი საცოლე მიკელა პერსიკო ბავშვს ელოდებიან. იტალიელი ლამაზმანის განცხადებით, ფეხმძიმედაა და შიში დაეუფლა, რადგან კორონავირუსი აქვს.
„ამაზე საუბარიც არ შემიძლია, უნდა გავიგო რა მოხდება. იმედი მაქვს, რომ ვირუსი ორსულობაზე არ იმოქმედებს. ექიმებმა მითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ უსაზღვრო შიში მაქვს.
დანიელეს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა, მაგრამ უცებ სიცხემ მისცა, თითქმის არაფერი, მაგრამ კონტროლი დაიწყო და დადებითი აღმოჩნდა, თუმცა კარგადაა. სიმპტომები არც მე მქონია, მარტო ვარ და არავინ მინახავს“, – თქვა პერსიკომ.