მთავარი / სიახლეები / შჩესნის ემოციური წერილი იტალიას: “ვამაყობ, რომ ახლა თქვენს გვერდით ვარ”

შჩესნის ემოციური წერილი იტალიას: “ვამაყობ, რომ ახლა თქვენს გვერდით ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ იტალიაზე სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. პოლონელის განცხადებით, ამაყობს, რომ ასეთ დელიკატურ მომენტში იტალიაში იმყოფება და დარწმუნებულია, რომ ამ საოცარ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება.

„ადამიანმა შეიძლება უიღბლობად ჩათვალოს იტალიაში ყოფნა, ქვეყანაში, რომელიც კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა, მაგრამ მე არ ვეთანხმები. აქ ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ამ ვირსუსს დაამარცხებს ერთიანობით და ვნებით, რითაც იტალიელები ცნობილნი არიან.

მომავალი თაობები შეისწავლიან ამ ქვეყნის წარმოუდგენელ ისტორიას, გაეცნობიან მის მშვენიერ ხელოვნებას, უნიკალურ არქიტექურას, მოდას, გემრიელ საკვებს და ა.შ. არაფერს კორონავირუსის შესახებ, რადგან იტალია ამ ვირუსზე დიდი, უკეთესი და ძლიერია.

მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მენატრება ჩემი ოჯახი და ვლოცულობ მათი კეთილდღეობისთვის, ვამაყობ, რომ ამ რთულ მომენტში იტალიელ ხალთან ერთად ვარ. იტალია ძლიერია, ყველაფერი კარგად იქნება“, – დაწერა შჩესნიმ ინსტაგრამში.

 

 

View this post on Instagram

 

While we keep worrying about our families and loved ones, praying that they won’t be affected by the virus ,we keep asking ourselves how and why this happened. Questions we may never find answers to. But we also wonder about the future. How will this affect our society? Will things get back to normal? And it made me think… One might consider himself unlucky to be in Italy in this moment – the country hit hardest by the virus. But I don’t agree. I feel lucky to here because I know this is a country that will beat this virus with unity and passion that Italians are famous for. For generations to come kids all over the world will study an incredible history of this country. They will learn about its beautiful art, its unique architecture, fashion, delicious food etc. Nowhere in the history books will you find anything about Covid-19. Because Italy is bigger, better and stronger than this virus. So while I terribly miss my family and pray for their well-being I’m proud to share this difficult moment with the people of Italy. Stay strong Italy, andrà tutto bene! 🇮🇹

A post shared by Wojciech Szczesny (@wojciech.szczesny1) on

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …