ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მომო სისოკომ ჯანლუიჯი ბუფონის გუნდში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. მალელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს დიდებული ამბავია.
– წაიკითხეთ ბუფონის შესაძლო დაბრუნების შესახებ?
– დიახ და სიმართლე გითხრათ, გაოცებული დავრჩი. ყოველთვის მჯეროდა, რომ ჯიჯი ტურინში დაბრუნდებოდა და ახლა ფეხბურთელის რანგში დაბრუნება შესანიშნავი ინფორმაციაა გუნდისთვის.
– მისი ახალი თავგადასავალი იქნება ვოიცეხ შჩესნის დუბლიორობა…
– მან იცის, რა როლი ექნება გუნდში. ჯიჯის უზარმაზარი გამოცდილება აქვს და უნდა სახლში დაბრუნება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი გასახდელში ყოფნა. ამ საშიც საოცრად ძლიერია და იცის, როგორ დაიკმაყოფილოს მოლოდინი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საფრანგეთში ისეთივე პატივს არ სცემდნენ, როგორც იტალიაში.
– გგონიათ, რომ „იუვენტუსის“ მენეჯერი გახდება კარიერის დასრულების შემდეგ?
– ვფიქრობ, კი. ერთხელაც კარიერა სრულდება და ჯიჯის კარგი შანსი აქვს „იუვეს“ მენეჯმენტში აღმოჩნდეს. შესაძლოა სწორედ ამიტომაც ბრუნდება.
– „იუვენტუსზე“ რას ფიქრობთ?
– „იუვემ“ არჩევანი შესანიშნავ მწვრთნელზე გააკეთა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ემზადება.