მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის პირველი ინტერვიუ “იუვეს” თავკაცის რანგში
მაურიციო სარის პირველი ინტერვიუ “იუვეს” თავკაცის რანგში

მაურიციო სარის პირველი ინტერვიუ “იუვეს” თავკაცის რანგში

ტურინის „იუვენტუსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს პირველი ინტერვიუ მისცა.

სარის განცხადებით, ტურინელთა წინადადება სწრაფად მიიღო, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ მასთან მუშაობის დიდი სურვილი გამოაჩინა.

– როგორია პირველი გრძნობები?

– ძალიან მნიშვნელოვანია კლუბში ცნობიერების ამაღლება. მქონდა შესაძლებლობა „ჩელსიდან“ მოვსულიყავი, კლუბიდან, რომელსაც ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა, მაგრამ ისტორია განსხვავებულია. აქ გრძელი ისტორიაა, საუკუნოვანი, „ჩელსიში“ კი ოცწლიანი ისტორიაა. ჩვენი გუნდი შედგეაბ თანმიმდევრული და თანასწორუფლებიანი ადამიანებისგან.

 – რამდენად გსურდათ „იუვეში“ დაბრუნება? და, რა განსხვავებაა ტექნიკური და ატმოსფერული თვალსაზირით ინგლისურ ფეხბურთთან?

– ეს იყო განსაკუთრებული გამოცდილება. დღეს პრემიერლიგა მსოფლიოში ყველაზე კარგი და მდიდარი ჩემპიონატია, საოცარი სტრუქტურული ვითრებაა და სტადიონებზე განსაკუთრებული ატმოსფეროა. ტიფოზები სტადიონზე ერთად მიდიან, ბავშვები სათადარიგო სკამთან ახლოს არიან, ეს რაღაც ულამაზესია. ჩვენ ამ კუთხით უკან ვართ, მაგრამ იმედია მალე დავუბრუნდებით იმ დონეს, რაც 20 წლის წინ გვქონდა.

– როგორ დაიბადა „იუვენტუსის“ არჩევანი?

– ეს გადაწყვეტილება ადვილად და სწრაფად მივიღე, რადგან ხელმძღვანელობას ჩემთან მუშაობა ძალიან უნდოდა. ერთი წლით ადრე ჩვენ ისტორიული მტრები ვიყავით, მაგრამ მენეჯერების სურვილმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

– ტურინში იდეალური სიტუაციაა „იუვენტუსში“ სამუშაოდ. რა არის თქვენი მიზნები?

– წარმატება ყოველთვის მუშაობის შედეგია. რთული მემკვიდრეობა მერგო, რადგან „იუვემ“ ძალიან ბევრი ტიტული მოიგო და მომდევნო 5 წელიწადში რთული იქნება იმის გამეორება, რაც ბოლო 5 წელიწადში გაკეთდა. თუნდაც, სტატისტიკურად. შესაბამისად, ეს პასუხისმგებლობა უნდა დავივიწყოთ და უბრალოდ ვისიამოვნოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპული წარმატების მიღწევა, რადგან ეს ახლა მთავარია. „იუვე“ ამ მომენტში ევროპის 10 საუკეთესო გუნდს შორის შედის და ამ 10-დან ხუთი ინგლისური გუნდია. თუმცა, საბოლოოდ, ყოველდილით იმაზე ფიქრით ვიღვიძებ, რომ ჩვენი მიზანი ერთადერთია – გამარჯვება.

– ამ სტადიონზე მეტოქის რანგში ყოფილხართ. ახლა უკვე თქვენი სახლია. როგორ წარმოგიდგენიათ პირველი თამაში „იუვეს“ მწვრთნელის რანგში?

– ამაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ეს არის მყუდრო, ლამაზი სტადიონი, რომელიც ძალიან გავს ინგლისურ არენებს. ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

– რა ტიპის გუნდს უნდა ელოდნენ „იუვეს“ ქომაგები ახალ სეზონში?

– ეს არის გუნდი, რომელმაც უნდა შეაფასოს თავისი ფეხბურთელების თვისებები და რომელსაც შეუძლია გამარჯვებები. ბურთი ხშირად უნდა ვაკონტროლოთ, მაგრამ სათამაშო სტილია, გარდა ამისა, მინდა გარკვეული თვისებები შევინარჩუნოთ, რომელიც ალეგრის გუნდს ჰქონდა. შესაძლოა სათამაშო ფილოსოფია განსხვავებული იყოს, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ პოზიტიური თვისებების 99%, რომელიც „იუვენტუსს“ აქამდე ჰქონდა.

– როგორი ჩემპიონატი გველოდება?

– საინტერესო ანტონიოს იტალიაში დაბრუნებით მნიშვნელოვან გუნდში, ჯამპაოლოს დიდ გუნდში დანიშვნით, რომელიც დიდი ხანია დაიმსახურა. აქ არის ანჩელოტის „ნაპოლი“ და „რომა“, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს. „სასუოლოს“ საინტერესო მწვრთნელი ავარჯიშებს დე ძერბის სახით, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. სამწვრთნელო დონეზე არ მინდა ვინმე გამომრჩეს. ჩვენ ინგლისელებთან შედარებით მცირე უპირატესობა გვაქვს – სტრუქტურული ორგანიზაცია და ტაქტიკური მომზადება. თუ მხოლოდ ეკონომიკურ ასპექტს შევხედავთ, ცხადია, ინგლისელები მიუღწეველნი არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …