მთავარი / სიახლეები / რობერ პირესი: “რემზიმ შესანიშნავი არჩევანი გააკეთა”
რობერ პირესი: “რემზიმ შესანიშნავი არჩევანი გააკეთა”

რობერ პირესი: “რემზიმ შესანიშნავი არჩევანი გააკეთა”

ლონდონის „არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა Tuttojuve-სთან ისაუბრა.

ინტერვიუ მთლიანად „ბებერი ქალბატონის“ შესახებ საუბარს დაეთმო, მაგრამ მთავარი თემა აარონ რემზის ტრანსფერი იყო.

– რემზიმ „იუვენტუსი“ და სერია A ამჯობინა ბევრ ევროპულ გუნდს. ფიქრობთ, რომ ეს მისი კარიერისთვის საუკეთესო ნაბიჯია?

– ვფიქრობ, რომ „იუვენტუსი“ შესანიშნავი შანსია, დიდ გუნდში ითამაშებს. აარონს ტაქტიკური თვალსაზრისით ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ მის გვერდით დიდი ფეხბურთელები იქნებიან. ნამდვილად კარგი არჩევანი გააკეთა.

– ინგლისური ფეხბურთი იტალიურისგან ძალიან განსხვავდება. რამდენ ხანში მოახერხებს ახალ სტილთა ადაპტირებას?

– როდესაც ქვეყანას იცვლი, ყოველთვის შეიცვლება შენი სათამაშო სტილიც. თუმცა, აარონი ჭკვიანი ბიჭია, შესაბამისად, სწრაფად გაივლის ადაპტაციას და თანაგუნდელები ამაში დაეხმარებიან.

– „არსენალმა“ შეცდომა დაუშვა, რომ ასეთი ფეხბურთელი უფასოდ გაუშვა?

– „არსენალი“ უკვე ნანობს მის გასხვისებას, რადგან ამ გუნდისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.

– ფიქრობთ, რომ შეძლებს კლაუდიო მარკიზიოს მემკვიდრეობას? (რემზი 8 ნომრით ითამაშებს)

– აარონმა იცის, რომ მარკიზიოს შეცვლა რთული იქნება, რადგან მან „იუვენტუსში“ ათწლეული ითამაშა. ამიტომაც, ტიფოზებს მისთვის გარკვეული დროის მიცემა მოუწევთ. თუმცა გოლებს გაიტანს, ნახავთ.

– მისი მოსვლით „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს? ვინაიდან, არამხოლოდ რემზი, არამედ დე ლიხტი, რაბიო და ალბათ პოგბაც…

– დიახ, „იუვეს“ მომდევნო სეზონში შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. უპირველესყოვლისა თუ რაბიოსა და პოგბას დამატებას შეძლებს, დიდი შევსება იქნება.

– „ბიანკონერისთან“ ახლოს არასდროს ყოფილხართ კარიერის განმავლობაში?

– დიახ, იყო ასეთი შემთხვევა. „იუვე“ ჩემთან ახლოს 2000 წელს იყო, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. მე ასევე „არსენალი“ და „რეალი“ მიწვევდა. ჩემთვის არჩევანი ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ინგლისელები ავირჩიე ვენგერის ზარის შემდეგ. მაგრამ, „იუვენტუსის“ ინტერესი ჩემთვის ყოველთვის პატივსაცემი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …