ტურინის „იუვენტუსსა“ და მატის დე ლიხტს ერთმანეთისგან ძალიან მცირე მანძილი აშორებთ. Tuttosport-ს ცნობით, „იუვე“ ფეხბურთელს უკვე ყველა დეტალზე შეუთანხმდა.
ახლა მოლაპარაკებების ბოლო სტადია „აიაქსთან“ მიმდინარეობს. საუბრის თემა რა თქმა უნდა, სატრანსფერო თანხაა, რომელიც 67 მილიონი ევროდან იწყება და 80 მილიონ ევროს აღწევს. სწორედ ხსენებულ თანხას ითხოვს ჰოლანდიური გრანდი.
მხოლოდ ეს საკითხი დარჩა მოსაგვარებელი და 19 წლის ფეხბურთელი „იუვენტუსის“ მაისურს ოფიციალურად მოირგებს.