მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსში” ანდრეა ბარძალიც ბრუნდება
"იუვენტუსში" ანდრეა ბარძალიც ბრუნდება

“იუვენტუსში” ანდრეა ბარძალიც ბრუნდება

არამარტო ჯანლუიჯი ბუფონი – „იუვენტუსს“ ანდრეა ბარძალიც უბრუნდება. 38 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის შემდეგ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მაგრამ გააგრძელებს ტურინში მოღვაწეობას.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მაურიციო სარი ბარძალის ესაუბრა და მისგან თანხმობაც მიიღო – 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სარის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ბარძალი „იუვეს“ ღირსებას 2011-2019 წლებში იცავდა და გუნდის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …