ტურინის „იუვენტუსი“ ხუან კუადრადოს მალე ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.
რომეო აგრესტის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ და თანამშრომლობას ერთი წლით გაახანგრძლივებენ.
კუადრადოს „იუვესთან“ მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო ახალი შეთანხმებით კოლუმბიელი ტურინში 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
როგორც ვარაუდობენ, სამხრეთ ამერიკელი მაურიციო სარის გეგმებში ჯდება და კონტრაქტის განახლებაც ამის შემდეგ გადაწყდა. გასულ სეზონში კუადრადომ 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობადა 1 გოლის გატანა შეძლო.