მთავარი / სიახლეები / შევჩენკო: “იუვე” რონალდუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”

შევჩენკო: “იუვე” რონალდუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს”

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა Tuttosport-თან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული უკრაინელის განცხადებით, პორტუგალიელთან ერთად „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

„კრიშტიანუს ყოველთვის განსაკუთრებული ტალანტი ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებში ის საჯარიმოს მკვლელად ჩამოყალიბდა. ახლა მხოლოდ ამაზეა კონცენტირებული, ფანტასტიკური ფინიშერია.

კრიშტიანუს ჰეთ-თრიქი „ატლეტიკოსთან“ არ გამკვირვებია. ის ასეთია. თავური დარტყმები, რომლებიც გაიტანა, ურთულესი იყო, თითქმის შეუძლებელი.

ვფიქრობ, „იუვენტუსი“ მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. „იუვე“ მის დამატებამდეც ძლიერი იყო, მაგრამ ასეთი ჩემპიონი აკლდა, რომელსაც შეუძლებელი თამაშების მოგება შეიძლია. ახლა „ბიანკონერის“ კრიშტიანუ ჰყავს და შეუძლია ტრიუმფი“, – თქვა შევჩენკომ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …