ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი მოიზე კინი ფინეთთან შესანიშნავი თამაშით გამოირჩა და გოლიც გაიტანა. 19 წლის ფეხბურთელმა რეკორდიც დაამყარა – 2000 წელს და ზემოთ დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ნაკრებში გაიტანა.
მისი თქმით, კრიშტიანუ რონალდუსგან ძალიან ბევრს სწავლობს.
„მუდმივად ვვარჯიშობ. გოლი დამატებითი მოტივაციაა მუშაობისთვის და კიდევ ბევრი რეკორდი მაქვს დასამყარებელი. მზად ვარ ვითამაშო. შეუძლებელია კრიშტიანუ რონალდუსგან არ ისწავლო, მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე რაღაცას მასწავლის.
ვიცოდი, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიქნებოდი და დიდი მოტივაცია მომცა. ჩირომ შესანიშნავი პასი მომცა, მისი გადაცემის წყალობით და გუნდის მუშაობის დამსახურებით გავიტანე. დიდებული ემოცია იყო, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი“, – აღნიშნა კინმა.