მთავარი / სიახლეები / “იუვეს” ქალთა გუნდმა “ალიანც სთედიუმზე” ითამაშა!

“იუვეს” ქალთა გუნდმა “ალიანც სთედიუმზე” ითამაშა!

იტალიური ქალთა ფეხბურთისთვის და „იუვენტუსის“ ქალთა გუნდისთვის ისტორიული დღე იყო. რიტა გუარინოს გუნდმა სერია A-ს კალენდარული ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში, მთავარ სტადიონზე, „ალიანც სთედიუმზე“ ჩაატარა. ასეთი რამ პირველად მოხდა!

აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ ქალთა გუნდების შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონი გაივსო – 40 ათასი მაყურებელი დაესწრო.

„იუვემ“ კი ქომაგებს იმედი არ გაუცრუა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე პედერსენმა გაიტანა და ტურინელებმა 1:0 მოიგეს.

შედეგად, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „იუვენტუსი’ კვლავ პირველ ადგილზეა და „ფიორენტინას“ 4 ქულით გაასწრო.

„იუვენტუსი“ – „ფიორენტინა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პედერსენი (84)

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …