მთავარი / სიახლეები / შესნი: ალისონი და ბუფონი სათადარიგოზე დავსვი. აღმოჩნდა რომ მე ვარ საუკეთესო მეკარე
შესნი ალისონი და ბუფონი სათადარიგოზე დავსვი. აღმოჩნდა რომ მე ვარ საუკეთესო მეკარე

შესნი: ალისონი და ბუფონი სათადარიგოზე დავსვი. აღმოჩნდა რომ მე ვარ საუკეთესო მეკარე

ტურინინის იუვენტუსის პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ შესნიმ ხუმრობით გაიხსენა კონკურენტები.

რომში მან კონკურენციაში აჯობა ალისონ ბეკერს, ხოლო იუვეში ბუფონს. ამიტომ პოლონელმა ხუმრობით განაცხადა რომ საუკეთესოა მსოფლიოში და ისტორიაში.

“რომაში, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე სკამზე დავსვი, ხოლო იუვეში – ისტორიაში საუკეთესო. გამოდის, რომ მე მსოფლიოში და ისტორიაში საუკეთესო ვარ. თუ ლუკაშ ფაბიანსკი ეროვნულ ნაკრებშ სკამზე დამსვამს ის მსოფლიოში საუკეთესო იქნება” – განაცხადა შესნიმ.

შესნიმ და ალისონმა ერთად რომაში 2016/17 წლებში ითამაშეს. 2017/18 წლებში პოლონელი იუვენტუსში ბუფონის დუბლიორი იყო. 2018 წელს კი ბუფონი პარიზში გაემგზავრა და მისი ადგილი შესნიმ დაიკავა. 2019 წლის საფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი ჯიჯი იუვენტუსში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. იტალიელმა ბებერ ქალბატონთან ერთ წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ის ამ ხნის მანძლზე შესნის შემცვლელი იქნება.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …