მთავარი / სიახლეები / ემრე ჯანი: “შოკირებული ვარ, კლუბი სხვა რამეს დამპირდა. თუმცა ბრძოლას მოედანზე გავაგრძელებ”

ემრე ჯანი: “შოკირებული ვარ, კლუბი სხვა რამეს დამპირდა. თუმცა ბრძოლას მოედანზე გავაგრძელებ”

ემრე ჯანი ტურინის „იუვენტუსზე“ გაბრაზებულია. გერმანელის განცხადებით, გუნდს დატოვებდა, რომ არა დაპირება ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანასთან დაკავშირებით.

„ეს ჩემთვის შოკი იყო. გუნდი ერთი კვირის წინ დამპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შემიყვანდა. სწრეოდ ამიტომ მივიღე დარჩენის გადაწყვეტილება. ვესაუბრებოდი სხვა გუნდებს, მათ შორის პსჟ-საც, მაგრამ დარჩენა ვამჯობინე, რადგან კლუბის ხელმძღვანელობამ პირობა მომცა. თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან ერთ დღეში აღმოჩნდა, რომ ასე არაა. ეს რომ მცოდნოდა, გუნდს დავტოვებდი. იმედგაცრუებული ვარ, რადგან გუშინ მწვრთნელმა დამირეკა და წუთზე ნაკლებ დროში გამანო გადაწყვეტილება ახსნა განმარტებების გარეშე. სანაკრებო შეკრების შემდეგ დავილაპარაკებთ, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს“, – თქვა ემრემ.

მოგვიანებით გერმანელმა სოციალურ ქსელში სხვა შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები „იუვენტუსის“, რადგან მხარს მიჭერდნენ და გვერდში მედგნენ, როდესაც ტრავმა მქონდა, კლუბის ნაწილად მაგრძნობინეს თავი. „იუვენტუსისა“ და ჩემი თანაგუნდელების პატივისცემის ნიშნად, რომელთა წარმატება ყოველთვის იყო ჩემი პრიორიტეტი, ამიერიდან კომენტარს არ გავაკეთებ ამ საკითხზე და გავაგრძელებ ბრძოლას მოედანზე“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა გერმანელთან ერთად მარიო მანჯუკიჩიც აღმოჩნდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …