ტურინის იუვენტუსის მცველმა და კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ საავადმყოფოდან ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა. შეგახსენებთ რომ კიელინი გასულ კვირას ვარჯიშის დროს დაშავდა.
35 წლის ფეხბურთელს ოპერაცია მუხლზე ჯვარედინი იოგის დაზიანების გამო ჩაუტარდა. ჯორჯოს გამოჯანმრთელებას ექვსი თვე დასჭირდება.
“დღე 1. #finoallafine (ბოლომდე)”, – წერს ჯორჯო კიელინი.
კინგ კონგი იუვენტუსის ღირსებას 2005 წლიდან იცავს. კიელინიმ ბებერი ქალბატონის მაისურით, ყველა ტურნირზე 507 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 22 საგოლე გადაცემა მიითვალა. ჯორჯოს კონტრაქტი კლუბთან შემდეგი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.