ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას იანვარში მიუბრუნდება. Tuttosport-ის ცნობით, ფრანგს სურვილის მიუხედავად „მანჩესტერში“ დარჩენა მოუწია, მაგრამ ეს დროებითია და გუნდის დატოვებას ახლა ზამთარში აპირებს.
„იუვე“ და მადრიდის „რეალი“ კი ისევ ჩაერთვებიან საქმეში. ჯერჯერობით სხვა კონკრეტული დეტალები არ ხმაურდება და ყველაფერი ვარაუდის დონეზეა.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა ზაფხულში აქტიურად ცდილობდა ინგლისის დატოვებას, მაგრამ მანჩესტერელებმა მისი შენარჩუნება მოახერხეს.