ტურინის იუვენტუსის და იტალიის ნაკრების მცველს ჯორჯო კიელინის დღეს მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქირურგიულმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ტრავმის სრულად აღდგენას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი აგვისტოს ბოლოს ვარჯიშზე დაშავდა. ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება დაუდგინდა.