ტურინის “იუვენტუსის” და პორტუგალიის ნაკერბის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდადა.
ჯილდოს გადაცემის შემდეგ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა რამოდენიმე კომენტარი გააკეთა.
“დღეს ბევრი მშვენიერი მომენტი იყო, მაგრამ არის რაღაც, რისი დავიწყებაც არ შეიძლება. თანამედროვე სამყაროში ყველაფერი სწრაფად ვითარდება, სოციალური ქსელებით. მედია კი ძალიან მკაცრია. და ეს მარტო მე არ მეხება. 2018 რთული წელი იყო, პირადულ დონეზე, ძალიან რთული” – თქვა რონალდუმ.
ამის შემდეგ მან სცენაზე მდგარ ბავშვებს მიმართა.
“არასოდეს დაანებოთ ვინმეს თქვენზე ზეგავლენა მოახდინოს. სერიოზულად მიუდექით თქვენს ოცნებებს. სერიოზულობით მოეკიდეთ თქვენს საქმეს და არავის დაანებოთ მოგაცდინოთ. თუ გეტყვით ვინმე: “შენ ამას ვერასოდეს მიაღწევ” დაიხშე ყურები და თქვი: ილაყბე რამდენიც გინდა. მერე კი წადი და დაიძინე. იცოდე ერთ დღეს ყველაფერს მიაღწევთ. ასე ვაკეთებდი მე.” – თქვა რონალდუმ.