მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსის” განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე – სარიმ ორ ფეხბურთელზე უარი თქვა

“იუვენტუსის” განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე – სარიმ ორ ფეხბურთელზე უარი თქვა

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ცნობილია. მაურიციო სარიმ 22-კაციანი შემადგენლობა გამოაქვეყნა და იტალიური მედიის პროგნოზი სრულად გამართლდა.

განაცხადს მიღმა დარჩნენ ტრავმირებული მატია პერინი, მარკო პიაცა და ჯორჯო კიელინი. ემრე ჯანი და მარიო მანჯუკიჩი კი კონკურენციის გამო მხოლოდ სერია A-ს ამარა დარჩნენ.

მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი

მცველები: დე შილიო, დე ლიხტი, ალექს სანდრო, დანილო, ბონუჩი, რუგანი, დემირალი

ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, რემზი, მატუიდი, კუადრადო, რაბიო, ბენტანკური

თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, იგუაინი, ბერნარდესკი

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჯგუფში „ატლეტიკოსთან“, „ლევერკუზენთან“ და „ლოკომოტივთან“ ერთად ითამაშებს. პირველ მატჩს კი 18 სექტემბერს, სტუმრად მადრიდში გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …