იტალიის სერია C-ს ბინადარ „პიანეზეს“ ფეხბურთელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ფეხბურთელის ვინაობა ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა.
აღსანიშნავია, რომ „პიანეზე“ ოთხი დღის წინ „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა. სხვა დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა, მაგრამ ცნობილია, რომ “იუვესთან” მას არ უთამაშია და განაცხადში არ იმყოფებოდა.