ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ალესიო ტაკინარდი შეშფოთებულია. ვეტერანი იტალიელის განცხადებით, გუნდმა იდენტობა დაკარგა და თუ „ლიონს“ ვერ გააგდებს, ტრაგედია იქნება.
„რაბიო ამ მომენტში წარმოუდგენლად ცუდია. შეშფოთებული ვარ, რადგან ვერ ვხედავ გუნდის იდენტობას. „ლაციოსთან“ სუპერთასამდე გუნდი რაღაცას ახერხებდა, მაგრამ რაც ამის შემდეგ ხდება, შიშის საფუძველს იძლევა.
სარი? მას ნეაპოლში მუშაობისას ვეფხვს ვამსგავსებდი, როგორც ჩანს, საკუთარ თავს თავის გუნდში არ გრძნობს.
ამ წაგებით სერიოზული არაფერიმომხდარა, მაგრამ თუ „იუვენტუსი“ „ლიონთან“ გავარდება, ეს სპორტული ტრაგედია იქნება. ფაქტია, იმისთვის, რომ გუნდმა უფრო ლამაზად ითამაშოს, თავისი ისტორიული იდენტობა დაკარგა“, – თქვა ტაკინარდიმ.